გამოცემა IPN-ის ცნობით, გრანტების შესახებ კანონი კიდევ ერთხელ იცვლება. ცვლილების თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული კატეგორიის გრანტად არღარ მიიჩნევა.
"მიზანშეწონილია, რომ გრანტის გამცემი სუბიექტი დაზუსტდეს და გრანტად არ იქნეს მიჩნეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.
კანონის მოქმედი რედაქცია აღნიშნულ ურთიერთობაზე არც ვრცელდება, მაგრამ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის ერთგვაროვანი წაკითხვა, შესაბამისი დაზუსტება მიზანშეწონილია", - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებითა და პარლამენტის მიერ მიღებული კანონებით, უცხოური გრანტის მიღების წესები გამკაცრებულია. კერძოდ, 5 მარტს ქართულმა ოცნებამ გრანტების შესახებ კანონპროექტი გაამკაცრა, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც პირს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კანონპროექტის მიხედვით, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს გრანტის მიღება მხოლოდ ქართული ოცნების წინასწარი თანხმობით შეეძლებათ. მაგალითად, თუ მოქალაქე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართულია და გზავნილს იღებს ემიგრანტი ოჯახის წევრისგან, თანხის მიღების ნებართვა "ქართულ ოცნებასთან" უნდა შეათანხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
გრანტების შესახებ კანონის მიხედვით, ჯარიმით დაისჯება ბიზნესებისა და კომპანიების საჯარო პოლიტიკური აქტივობა.
ამავე ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა.
სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდა გარე ლობიზმიც
